ახალი ამბები

სამსუნგი Galaxy Note 7-ის გაყიდვას აჩერებს – “სმარტფონი ფეთქდება”

2 სექტემბერი, 2016 • 3347
სამსუნგი Galaxy Note 7-ის გაყიდვას აჩერებს – “სმარტფონი ფეთქდება”

სამსუნგი მსოფლიოს მასშტაბით  Galaxy Note 7-ის სმარტფონების გაყიდვას აჩერებს. CNN-ის ინფორმაციით, ამის მიზეზია ის გარემოება, რომ სმარტფონს დატენვის დროს ცეცხლი ეკიდება.

Note 7 სამსუნგმა მომხმარებლებს ერთი თვის წინ წარუდგინა.

“სამსუნგმა განაცხადა, რომ პრობლემა აღმოჩენილია ტელეფონის ბატარეაში და გაყიდვებს აჩერებს. ის  Note  7-ს ახალი პროდუქტით ჩაანაცვლებს”, – წერს CNN.

სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ხუთმა ადამიანმა განაცხადა, რომ სმარტფონს ცეცხლი მოეკიდა და “აფეთქდა”, ხოლო სამსუნგი 35 შემთხვევას ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი