ახალი ამბები

ყაჩაღური თავდასხმა ლიბერთი ბანკზე – წაღებულია 3000 ლარამდე

1 სექტემბერი, 2016 • 2074
ყაჩაღური თავდასხმა ლიბერთი ბანკზე – წაღებულია 3000 ლარამდე

დღეს, 1 სექტემბერს, ნიღბიანმა პირმა ლიბერთი ბანკის გლდანის სერვისცენტრში მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით დაახლოებით 3 ათასი ლარი გამოსძალა​ და მიიმალა.

ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის დოდო ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ერთმა ნიღბიანმა პირმა დაახლოებით 3000 ლარი წაიღო. მისი თქმით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით პოლიციას მათთვისაც არ გაუხმაურებია. სერვისცენტრის ტერიტორიაზე დილიდან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძება 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთვრებას გულისხმობს. კოდექსის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთთ ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი