ახალი ამბები

ივანიშვილი: “ქართული ოცნების” ძირითად კონკურენტად ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა იკვეთება

1 სექტემბერი, 2016 • 1104
ივანიშვილი: “ქართული ოცნების” ძირითად კონკურენტად ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა იკვეთება

“ქართულ ოცნებას” სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. ჩემდა გასაოცრად ძირითად კონკურენტად მაინც იკვეთება ნაციონალური მოძროაბის ორი ფრთა”, – ეს განცხადება ექსპრემიერმა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის თქმით, ერთ ფრთაში ენმ-ს გულისხმობს, ხოლო მეორეში – პაატა ბურჭულაძის, გირჩისა და გიორგი ვაშაძის ალიანსს:

“ის ახალი, რაც შექმნეს ახალგაზრდული, სადაც ვაშაძე, კუბლაშვილი და ა.შ. არიან… იქვე შევიდა ბურჭულაძე. მეორე არის ის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია. აი, ეს ორი გუნდი. მე ვფიქრობ, რომ მთავარი ნაციონალური მოძრაობა სწორედ ეს გახლავთ [ბურჭულაძის ბლოკი], სადაც ძირითადი და ნაღები ძალები გააერთიანა სააკაშვილმა. მისი ფავორიტი [იყო] ვაშაძე ძალიან კარგად ვიცით… ბურჭულაძე და მისი განცხადებებიც გაიხსენეთ, მთლიანად ემთხვეოდა ნაციონალური მოძროაბის [განცხადებებს]. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ალაგებდნენ მის სტრუქტურას. დღესაც ნახეთ, როგორი გაერთიანება მოხდა”, – თქვა ივანიშვილმა.

ექსპრემიერის თქმით, მას თავის დროზე ჰქონდა მცდელობა, რომ პაატა ბურჭულაძე “ქართული ოცნების” გვერდში დამდგარიყო, თუმცა ეს მან არ ისურვა.

“მე მქონდა მასთან მცდელობა, რომ გვერდში დაგვდგომოდა, სხვათა შორის. მაგრამ ჩემთან უგულავასგან რაღაც საათით დაჯილდოებული 5-10 წუთით მოვიდა და მეტი რა უნდა მეთქვა, ახლა. მან არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი