ახალი ამბები

ანონსი: 1 სექტემბერი

1 სექტემბერი, 2016 • 2415
ანონსი: 1 სექტემბერი

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ხუთშაბათს, 1 სექტემბერს, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზში ინტერნეტმმართველობის ფორუმთან  (GeoIGF 2016) დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ფორუმის ორგანიზატორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ირაკლი ქაშიბაძე (ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო), მარიამ სულაბერიძე (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) და უჩა სეთური („საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია) ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. მისამართი: ტექნოლოგიური პარკი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. 7


12:00 საათზე, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დიდუბის 16-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაიას საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნება. გახსნას დაესწრებიან ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ნინო გოგუაძე, მარიამ ჯაში და კობა კობალაძე. მისამართი: დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, კორპუსი 5ა (დინამოს საწვრთნელი ბაზის წინ, ყოფილ ბაზართან)


1-ელ სექტემბერს, 13:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენას  დაესწრება. მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #118, თბილისი; („ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი) საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009


15:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება “სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.


17:00 საათზე პუშკინის სკვერში “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” კრწანისის მე-7 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი გამართავს მოსახლეობასთან შეხვედრას.


11:00 საათზე ენმ – ის ცენტრალურ ოფისში თინა ბოკუჩავას და გოგა ონიანის პრესკონფერენცია გაიმართება.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი