ახალი ამბები

ცესკომ, USAID–მა და ამერიკის საელჩომ საქართველოში მემორანდუმი გააფორმეს

27 აპრილი, 2012 • 998
ცესკომ, USAID–მა და ამერიკის საელჩომ საქართველოში მემორანდუმი გააფორმეს
დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

მხარეები თანხმდებიან უზრუნველყონ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო და ნდობაზე დაფუძნებული არჩევნების ორგანიზება.

დოკუმენტს ხელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა, აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა მოაწერეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო დახმარების სახით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისთვის (IFES) გრანტს გამოყოფს, რომელიც თავის მხრივ განახორციელებს აღნიშნული დახმარების იმპლემენტაციას, ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის საფუძველზე სხვა საკითხებთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საჩივრების წარდგენის პროცედურების გამარტივებას, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არჩევნებისადმი ხელმისაწვდომობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი