ახალი ამბები

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა

31 აგვისტო, 2016 • 1694
რუსთავის საქალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, რუსთავის სასალაქო სასამართლოდან ბრალდებული გაიქცა:

“ბრალდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა,”- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

 ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა უზენაეს სასამართლოსაც, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი