ახალი ამბები

ყალბი ერთლარიანი მონეტების დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

31 აგვისტო, 2016 • 1979
ყალბი ერთლარიანი მონეტების დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.

“წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი გ. ხ., საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და სხვადასხვა ფერადი ლიოთონის შენადნობების გამოყენებით, ამზადებდა ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ ლითონის მონეტებს, რომელსაც შემდგომში სისტემატურად ასაღებდა საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მათივე ცნობით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს, მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოიღეს სარელიზაციოდ გამზადებული ლითონის ყალბი ერთლარიანი მონეტები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ყალბი ფულის დამზადება-გასაღების მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი