ახალი ამბები

გოდერძი თევზაძეს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

31 აგვისტო, 2016 • 2032
გოდერძი თევზაძეს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს 30 აგვისტოს ქუთაისის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

გოდერძი თევზაძე მიმალვაში იმყოფება, თუმცა, პროკურატურის განცხადებით, მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.


[checklist]

  • 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 7 აგვისტოს სამტრედიაში, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
  • დემურ სტურუამ დატოვა წერილი, სადაც თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლა დაასახელა. 29 აგვისტოს პროკურატურამ წერილის ავთენტურობა დაადასტურა.
  • დატოვებული წერილის თანახმად, თევზაძე სტურუას აიძულებდა, მიეცა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში
  • 12 აგვისტოს გოდერძი თევზაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი არ დაუკავებიათ და არც ბრალი წაუყენებიათ
  • 29 აგვისტოს პროკურატურის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ გოდერძი თევზაძეს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.
  • პროკურატურის განცხადებით, დემურ სტურუა მიმალვაშია და მასზე ძებნა არის გამოცხდებული.
  • 30 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გოდერძი თევზაძეს დაუსწრებლად შეუფარდა.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი