ახალი ამბები

ანონსი – 31 აგვისტო

31 აგვისტო, 2016 • 1627
ანონსი – 31 აგვისტო

10:30-ზე “პირველის პრესკლუბში” მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:00-ზე “პირველის პრესკლუბში” “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა ბიზნესმენებთან.

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის” მთაწმინდის პირველი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა ბარამიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ოფისში (ქ. თბილისი, აღმაშენებლის 61) გაიმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია.

13:00 ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი რევაზ ფახურიძე თემა: საარჩევნო გარემოზე და რეფერენდუმზე

13:00 საათზე სააპელაციო სასამართლო რესპუბლიკური პარტიის სარჩელს განიხილავს. სხდომას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ცესკოში, თამარ ხიდაშელი, დაესწრება. რესპუბლიკურმა პარტიამ სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 24 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას ეხებოდა.

14:00 საათზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების ამოქმედება, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 სექტემბრიდან შედის. მის: აკ. წერეთლის გამზ.144, თბილისი, (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)

31 აგვისტოს დღის წესრიგი-საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი

11.30. . საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა – უფლის სახელით“.სახელით“. მიხეილ [გელა] სალუაშვილი -საარჩევნო გაერთიანების ‘ზვიადის გზა – უფლის სახელით“ თავმჯდომარე;.

14.00. “ქრისტიან-კონსერვატორების”  “საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ შოთა მალაშხია, პარტიისთავმჯდომარე,პარლამენტის წევრი და პარტიის კომიტეტის წევრები: გიორგი გორაძე და ავთანდილ ბესელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი