ახალი ამბები

ბურჯანაძე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში “ოცნებასთან” კოალიციას გამორიცხავს

31 აგვისტო, 2016 • 1116
ბურჯანაძე პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში “ოცნებასთან” კოალიციას გამორიცხავს

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნების შემდეგ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას გამორიცხავს. ამის შესახებ ბურჯანაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

“მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს არასწორი პოლიტიკა მიყავს. შეიძლება იყოს ცალკეული კანონპროექტები, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერთ, ან შეიძლება არც დავუჭიროთ. ეს უკვე არის საპარლამენტო მუშაობის შედეგი, თუმცა მე სულაც არ მიმაჩნია და სულაც არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთ შედეგებს მიიღებს ამ არჩევნებზე, რომ მას მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ექნება. ყველაზე კარგ შემთხვევაში კოალიცია დასჭირდება, რადგან უმრავლესობას “ქართული ოცნება” ვერ მიიღებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა მის პარტიას დაუჭერს მხარს.

მისივე თქმით, იგი ასევე არ აპირებს მთავრობის დაკომპლექტებაზე თანამშრომლობას “ქართულ ოცნებასთან”.

“თუმცა, ჩვენ აზრს თუ გვკითხავენ, ღიად და საჯაროდ ვიტყვით აზრს, ვინ იქნება ამა თუ იმ ადგილზე კარგი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი შეთავაზება, ჩვენ საჯაროდ ვიტყვით ამას”, – თქვა ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი