ახალი ამბები

გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ბურჯანაძის სხვა კანდიდატები თბილისში

30 აგვისტო, 2016 • 2178
გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ბურჯანაძის სხვა კანდიდატები თბილისში

ნინო ბურჯანაძემ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა.

“ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, იბრძოდა სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს მთლიანობის, საქართველოს სამართლიანობის და უკეთესი მომავლისათვის. დიახ, ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, მებრძოლები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ ემსახურონ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. დიახ, ჩვენ გამოვაცხადეთ საქართველოს უბლოკო სტატუსი, ამ ადამიანებში არიან ისინი, ვინც იბრძოდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ყველა იმ მათგანმა, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს, იცის მშვიდობის ფასი და იმის ფასი, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და გამთლიანდეს, ჩვენ არ ვიძლევით ფუჭ დაპირებებს და ნახავთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იქნება წარმოდგენილი, შეასრულებს იმას, რაც ჩვენს პროგრამაშია წარმოდგენილი და რასაც დაჰპირდება საკუთარ ამომრჩეველს” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

  • მთაწმინდის 1-ლი საარჩევნო ოლქი – გრიგოლ (გიგლა) ბარამიძე
  • ნაძალადევის 18-ე საარჩევნო ოლქი – დიმიტრი ლორთქიფანიძე
  • კრწანისი მე-7 საარჩევნო ოლქო – გიორგი ახვლედიანი
  • გლდანი 22-ე საარჩევნო ოლქო – ბესიკ დანელია
  • დიდუბის 15-ე საარჩევნო ოლქი – ბექა პეტრიაშვილი
  • გლდანი 20-ე საარჩევნო ოლქი – ლალი კაპანაძე
  • საბურთალოს მე-5 საარჩევნო ოლქი – მიხეილ კაჭკაჭიშვილი
  • საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქი – მიხეილ ხომერიკი
  • სამგორის 13-ე ოლქი – გურამ ფალავანდიშვილი
  • ნაძალადევის 17-ე საარჩევნო ოლქი – თენგიზ მუჯარიძე
  • ჩუღურეთის 15-ე საარჩევნო ოლქი – ალექსანდრე მიქაბერიძე
  • ვაკის მე-3 საარჩევნო ოლქი – დავით წერეთელი

მასალების გადაბეჭდვის წესი