ახალი ამბები

ჯანელიძე აფხაზეთის არაღიარების საკითხზე გუბაზ სანიკიძის ინფორმაციას არ ადასტურებს

30 აგვისტო, 2016 • 1593
ჯანელიძე აფხაზეთის არაღიარების საკითხზე გუბაზ სანიკიძის ინფორმაციას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის მიერ გუშინ, 29 აგვისტოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას. სანიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობები ჩაშალა. ამის შესახებ კი, სანიკიძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული არ ყოფილა. როგორც სანიკიძე აცხადებს, ის საქართველოს პარლამენტში სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ვალდებული არ იყო, ვინმესთვის ეცნობებინა.

“ბევრი პოლიტიკოსი ალბათ წინასაარჩევნოდ ცდილობს რაღაც ქულების დაწერას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურადაა ჩართული არაღიარების პოლიტიკაში და ძალიან წარმატებით ახორციელებს მას. არანაირად არ დავადასტურებთ ამ ინფორმაციას. ნებისმიერი საფრთხეს და  ნაბიჯს, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით გადაიდგას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად აკონტროლებს… ძალიან ეფექტურად მუშაობს”, – თქვა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი