ახალი ამბები

ვლადიმერ ბედუკაძე თამაზ მეჭიაურს პარლამენტში შეხვდა

30 აგვისტო, 2016 • 1503
ვლადიმერ ბედუკაძე თამაზ მეჭიაურს პარლამენტში შეხვდა

პოლიტიკური გაერთანება “ცენტრისტების”ერთ-ერთი ლიდერი, ლადო ბედუკაძე და პარლამენტარი თამაზ მეჭიაური ერთმანეთს პარლამეტში შეხვდნენ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს მეჭიაურმა დაუდასტურა.

როგორც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ლადო ბედუკაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტში “ერთ-ერთი მეგობარი მოინახულა” და საუბარი პოლიტიკას შეეხებოდა.

თამაზ მეჭიაურმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბედუკაძემ მას მადლობა გადაუხადა:

“ჩემთანაც შემოიარა. მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ადრე იყო ასეთი შემთხვევა, როცა მოხსნეს. მაშინ ვთქვი, რომ არ მიმაჩნია სწორად, რომ ამაზე ხსნიან,”- განაცხადა ჟურნალისტბთან თამაზ მეჭიაურმა.

მას შემდეგ, რაც ცესკომ ბედუკაძე-ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა,  რომ მაშინ ცესკოს ქართული ოცნება, რესპუბლიკელები და ნაციონალური მოძრაობაც უნდა მოეხსნა რეგისტრაციიდან, რადგანაც, მეჭიაურის თქმით, ეს პარტიები საქართველოში NATO-ს ჯარს ითხოვენ.

პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” მოსახლეობას არჩევის შემთხვევაში 400-ლარიან რუსულ პენსიას, რუსეთის მოქალაქეობას და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდნენ.

თამაზ მეჭიაურს არაერთხელ გაუკეთებია ევროკავშირისა და NATO-ს საწინააღმდეგო განცხადებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი