ახალი ამბები

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში “თვითმკვლელმა ტერორისტმა” აფეთქება განახორციელა

30 აგვისტო, 2016 • 1207
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში “თვითმკვლელმა ტერორისტმა” აფეთქება განახორციელა

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩინეთის საელჩოსთან აფეთქება განხორციელდა. ბი-ბი-სის ინფორმაციით, აფეთქდა მანქანა, რომლის მძღოლიც აფეთქების მომენტში ავტომობილის სალონში იმყოფებოდა.

მანქანა საელჩოს დამცავ ჯებირს შეეჯახა, ღობე გაარღვია და ელჩის რეზიდენციის სიახლოვეს აფეთქდა. დაიღუპა მძღოლი და დაშავდა საელჩოს 3 თანამშრომელი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა ამფეთქებელს ტერორისტი უწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი