ახალი ამბებისაზოგადოება

ნორვეგიაში მეხის დაცემამ 300-ზე მეტი ჩრდილოეთის ირემი იმსხვერპლა

29 აგვისტო, 2016 • 2639
ნორვეგიაში მეხის დაცემამ 300-ზე მეტი ჩრდილოეთის ირემი იმსხვერპლა

ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში, ტელემარკის კომუნაში,  მეხის დაცემამ 323 ჩრდილოეთის ირემი იმსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს მოხდა, როცა ძლიერი შტორმის დროს ჩრდილოეთის ირმები ერთად შეგროვდნენ, რაც ამ ცხოველების თავდაცვისთვისაა დამახასიათებელი. ცხოველები ნორვეგიის გარემოს ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა კვირას აღმოაჩინეს.

ნორვეგიის გარემოს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ცხოველების ასეთი მასშტაბური დახოცვა უპრეცედენტოა:

“ჩრდილოეთის ირმების ჯოგის ამ მიზეზით დახოცვის შემთხვევები აქამდეც ყოფილა, თუმცა არა ასეთი მასშტაბებით. ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა მეხს ამდენი ცხოველი შეეწირა. ეს ძალიან დიდი რიცხვია, განსაკუთრებით ამ გარემოში” – განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა ნორვეგიის სამეფო არხთან საუბრისას.

EPA/HAVARD KJOTVEDT/

EPA/HAVARD KJOTVEDT/

ნორვეგიის გარემოს დაცვის სამინისტროში შიშობენ, რომ ირმების ამ რაოდენობის დაღუპვამ შესაძლოა ეკოსისტემაზე სერიოზული გავლენა მოახდინოს:

“როგორც წესი, ბუნება თავად უმკლავდება პრობლემებს, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩარევა გახდეს საჭირო, რადგან ასეთ დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე” – განაცხადა ნორვეგიულ პრესასთან საუბრისას ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, შართან კნუტსენმა, თუმცა რა სახის ჩარევა განხორციელდება, ამ თემაზე ნროვეგიაში დისკუსია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი