სასამართლომ პანორამა თბილისის მშენებლობის წინააღმდეგ სარჩელი დასაშვებად ცნო

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი იმ რეგულაციების არარად [ბათილად] ცნობის ნაწილში, რომელმაც შესაძლებელი გახადა პროექტ “პანორამა თბილისისათვის” მშენებლობის ნებართვების გაცემა.

მათივე ცნობით, განმწესრიგენელი სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს, 13:00 საათზე. საქმეს მოსამართლე თამარ ოქროპირიძე განიხილავს.

რეგულაციები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა “პანორამა თბილისის” პროექტისათვის მასშტაბური მშენებლობების დაწყება, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 5 ივლისს გაასაჩივრეს.

სარჩელი ეფუძნება ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევის თანახმად, “პანორამა თბილისის” პროექტის მშენებლობები ექცევა ისტორიული დაცვისა და ლანდშაფტის დაცვის ზონებში, სადაც, კანონის თანახმად, მასშტაბური მშენებლობები დაუშვებელია. შესაბამისად, მოსარჩელეების მტკიებით, რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც “პანორამა თბილისის” პროექტის შემადგენელი მშენებლობები დაიწყო, უკანონოდ არის გამოცემული. მოსარჩელეები ამ ნებართვების გაუქმებას ითხოვენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი