ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წირვა ქართულ ენაზე ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე [ფოტო]

29 აგვისტო, 2016 • 2598
წირვა ქართულ ენაზე ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე  [ფოტო]

ახალგორის რაიონში, რომელზეც კონტროლი თბილისმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა, ადგილობრივ ეკლესიებში წირვა ქართულ ენაზე შეუზღუდავად მიმდინარეობს.

გამონაკლისი არც 28 აგვისტო, საეკლესიო დღესასწაული “მარიამობა” ყოფილა, რომელიც ახალგორში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) ჩაატარა.

წირვას ადგილობრივების გარდა ახალგორის სოფლებიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო. იყვნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

მეუფე ისაია 2014 წლის შემდეგ ახალგორში ცხოვრობს, მას საშვი, ე.წ პროპუსკი, რითიც ადგილობრივები გადაადგილდებიან, არ გააჩნია და აღნიშნული მიზეზის გამო რაიონის დატოვება არ შეუძლია. ის სოფელ ლარგვისში ცხოვრობს, სადაც ასევე საღვთო ლიტურგიას ქართულ ენაზე ატარებს.

ახალგორში რუსული ეკლესიის მშენებლობა ეთნიკური რუსების დასახლებაში დასასრულს უახლოვდება. მას მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები, ძმები ქარქუსოვები აშენებენ. წინასწარი ინფორმაციით, ეკლესია ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებაში იქნება და წირვა ოსურ ენაზე ჩატარდება.

"მარიამობის" დღესასწაული ახალგორში; 2016. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი

“მარიამობის” დღესასწაული ახალგორში; 2016. ფოტო: თამარ მეარაყიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი