ახალი ამბები

5 ადამიანი დააკავეს ბრიუსელში კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან ბომბის აფეთქების გამო

29 აგვისტო, 2016 • 1856
5 ადამიანი დააკავეს ბრიუსელში კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან ბომბის აფეთქების გამო

ბრიუსელში 29 აგვისტოს კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიებთან ბომბის აფეთქების გამო 5 ადამიანი დააკავეს. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, შესაძლებელია აფეთქების მიზანი მტკიცებულებების განადგურება ყოფილიყო.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან 29 აგვისტო,ს დილის 3 საათზე ბომბის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. “ბიბისი” (BBC) იუწყება, რომ გამთენიისას კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე მანქანა შეიჭრა, სამი ღობე გადალახა, შემდეგ კი “ერთმა ან რამდენიმე ადამიანმა” ბომბი ააფეთქა.

სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა სააგენტო “ფრანს-პრესს” უთხრა, რომ ეს “ძალიან ძლიერი აფეთქება, სავარაუდოდ, შემთხვევითი არ იყო”. ცეცხლის ჩაქრობას 30 მეხანძრე ცდილობდა.

ბელგიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული 22 მარტის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში – მაშინ ორმაგ აფეთქებას 32 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ე.წ “ისლამურმა სახელწმიფომ” აიღო.

როგორც BBC იუწყება, ბილალ ჰადფი, – ადამიანი, რომელმაც პარიზის “სტად დე ფრანსის” სტადიონთან 2015 წლის ნოემბერში თავი აიფეთქა, იმ გარეუბანში ცხოვრობდა, სადაც კრიმინოლოგიური ინსტიტუტი მდებარეობს.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კრიმინოლოგიური ინსტიტუტის შენობა 29 აგვისტოს დილას ბომბის აფეთქების შემდეგ. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, თუმცა შენობა მნიშნველოვნად დაზიანდა. ფოტო: EPA/STEPHANIE LECOCQ

კრიმინოლოგიური ინსტიტუტის შენობა 29 აგვისტოს დილას ბომბის აფეთქების შემდეგ. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, თუმცა შენობა მნიშნველოვნად დაზიანდა. 29.08.2016. ფოტო: EPA/STEPHANIE LECOCQ

კრიმინოლოგიური ინსტიტუტის შენობა 29 აგვისტოს დილას ბომბის აფეთქების შემდეგ. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, თუმცა შენობა მნიშნველოვნად დაზიანდა. 29.08.2016 ფოტო: EPA/STEPHANIE LECOCQ

კრიმინოლოგიური ინსტიტუტის შენობა 29 აგვისტოს დილას ბომბის აფეთქების შემდეგ. შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, თუმცა შენობა მნიშნველოვნად დაზიანდა. 29.08.2016 ფოტო: EPA/STEPHANIE LECOCQ

მასალების გადაბეჭდვის წესი