ახალი ამბები

შსს აცხადებს, რომ ნარკორეალიზატორი დააკავა

29 აგვისტო, 2016 • 1276
შსს აცხადებს, რომ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 41 წლის რ. გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი „ტრამადოლი“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი