ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

28 აგვისტო, 2016 • 1863
ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას 2012 წლამდე “პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძისა და ალეკო ელისაშვილისაგან ასეთი აქტიურობა არ ახსოვს.

“შენ სად იყავი იმ დროს, როცა მე ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და უამრავ აქციას ვმართავდი შენგან განსხვავებით გულანთებულ და შეუპოვარ ადამიანებთან ერთად? მითხარი, შენს მიერ ორგანიზებული ერთი საპროტესტო აქცია მაინც სააკაშვილ-უგულავას მართველობის დროს”, – წერს ელისაშვილი ფეისბუკზე.

ოფიციალური მონაცემები ელისაშვილის საქმიანობის შესახებ წინა წლებში, რომელიც საკრებულოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:

2014 – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.

2014 – შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

2008/2014 – ტელევიზია”კავკასიის” ჟურნალისტი.

2007/2009 – ტელევიზია “მაესტროს” ჟურნალისტი.

2006/2012 – თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება “თფილისის ჰამქარის” თავმჯდომარე.

2004/2007 – რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი.

2004/2007 – “მე 9 არხის” საინფორმაციო კორესპოდენტი.

1998 – რადიო “იმედის”  საინფორმაციო პროგრამის კორესპოდენტი.

1998 – სახელმწიფო რადიო ”პირველი არხის” და რადიო “ორის” საინფორმაციო პროგრამების და პიკის საათის წამყვანი.

1996 – “დილის გაზეთი” “მერიდიანი 44”. პროგრამა “ალიონის” წამყვანი.

 

ირაკლი კობახიძის მონაცემები “ქართული ოცნების” ვებგვერდიდან

 

 

08.2014 – დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი

09.2011 – 08.2014 კავკასიის უნივერსიტეტი/კავკასიის სამართლის სკოლა, ასოცირებული პროფესორი

09.2011 – 06.2013 საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი

02.2009 – 02.2010 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

03.2007 – 01.2008 თ. წერეთლის სახელმწიფოს და სამართლის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

09.2005 – 02.2012 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

01.2013 – 07.2014 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი

11.2011 – 11.2012 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ექსპერტი რეგიონული განვითარების საკითხებში

10.2011 – 03.2012 ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში

01.2011 – 12.2012 ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი

01.2009 – 10.2011 გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერი

06.2006 – 12.2008 გაეროს განვითარების პროგრამა /სსიპ – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი, ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში

06.2000 – 10.2001 USAID/Overseas Strategic Consulting Ltd საზოგადოებრივი განათლების პროექტის კოორდინატორი შიდა ქართლის რეგიონში

მასალების გადაბეჭდვის წესი