ახალი ამბები

ნინო ხომერიკი ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

28 აგვისტო, 2016 • 3024
ნინო ხომერიკი ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

მოჭადრაკე ნინო ხომერიკი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მან 18-წლამდელთა კატეგორიაში ზედიზედ მეორედ (პირველად 2015 წელს მოიგო) მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

“ქართველი მოჭადრაკე დამაჯერებლად, დამარცხების გარეშე ავიდა უმაღლეს კვარცხლბეგზე. მის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ნინოს ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პერსონალურ მწვრთნელს, საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილს”, – ნათქვამია ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

ნინო ხომერიკი © chess-db.com

ნინო ხომერიკი © chess-db.com

მასალების გადაბეჭდვის წესი