ახალი ამბები

სასამართლომ რესპუბლიკელების სარჩელი საარჩევნო ნომრების წილისყრაზე არ დააკმაყოფილა

27 აგვისტო, 2016 • 1635
სასამართლომ რესპუბლიკელების სარჩელი საარჩევნო ნომრების წილისყრაზე არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რესპუბლიკური პარტიის სარჩელი საარჩევნო ნომრების წილისყრასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პარტიის წევრის, თამარ ხიდაშელის განცხადებით, ცესკოს მიერ დადგენილი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე, 145-ე მუხლებს და ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის დადგენილებას, სადაც მითითებულია, რომ საარჩევნო სუბიექტები შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ნომერს ინარჩუნებენ პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2016 წლის არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც 2014 წელს გამართულ თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობდნენ, იმავე ნომრით ისარგებლებენ. დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს კი რიგითი ნომერი არჩევნებში მონაწილეობისთვის წილისყრის შემდეგ მიენიჭებათ, რომელიც 2 დან 8 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

რესპუბლიკელებს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. მათი განცხადებით, ცესკოს მიერ 24 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი