ახალი ამბები

საგარეო უწყება: ისრაელის საზღვრიდან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გამოაბრუნეს

27 აგვისტო, 2016 • 2001
საგარეო უწყება: ისრაელის საზღვრიდან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გამოაბრუნეს

საქართველოს საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის სახელმწიფო საზღვრიდან საქართველოს 30-მდე მოქალაქე გამოაბრუნეს. უწყებისათვის უცნობია მოქალაქეების დეპორტის ზუსტი მიზეზი. სავარაუდოდ, ისრაელის საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტაცია არასრული აღმოჩნდა.

ისრაელთან მიმოსვლისთვის საქართველოს მოქალაქეების ვიზა არ სჭირდებათ და მხოლოდ სასაზღვრო შემოწმებას გადიან. საგარეო უწყების ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ამ შემოწმების დროს გადაწყდა, მოქალაქეები არ შეეშვათ ისრაელში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულოს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია. მათ მხოლოდ დეპორტაცია შეეხებათ. ჯერ უცნობია, როდის დააბრუნებენ მათ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი