ახალი ამბები

“არტი-ზანული მებაღეობა” – საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან განახლდა

27 აგვისტო, 2016 • 1660
“არტი-ზანული მებაღეობა” – საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან განახლდა

მოძრაობა “პარტიზანული მებაღეობა” თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავს. “არტი-ზანული მებაღეობა”, ასე ჰქვია აქციას, სადაც მხატვრები და მოძრაობის წევრები ქალაქის გამწვანების თემაზე ხატავენ.

როგორც პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე აცხადებს, მოძრაობა ახლა უკვე არტივიზმის დახმარებით შეეცდება საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

“შიმშილობა შევწყვიტეს და გადავედით ჩვენთვის ჩვეულ მშვიდობიან ფორმებზე, რადგან ასეთმა რადიკალურმა ზომებმაც კი ვერ გამოიღო შედეგი და ჩვენს ჯანმრთელობას ვერ შევწირავთ ნარმანიას. ის ამას არ იმსახურებს,” – აცხადებს ფერაძე.

ნახატებს აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან დატოვებენ.

“პარტიზანული მებაღეობის” წევრებმა 25 აგვისტოს მერიასთან კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც მათ ტერიტორიის დაცვამ არ მისცა, ამიტომ 29 აგვისტოს “ახალგაზრდა იურისტებთან” ერთად ისინი საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

“შევეცდებით დავასაბუთოთ, რომ ჩვენი უფლებაა და შეგვიძლია აქ კარვების გაშლა. და თუკი სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს განაჩენს და არ გაიწელა ეს პროცესი, აქ დაიდგმება კარვები და აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს. ჩვენ ყველა საშუალებას მივმართავთ, რომ მერია გამოვიყვანოთ მწყობრიდან და მოვიდნენ ჩვენთან. რის შემდეგად შესაძლოა დიალოგის დაწყებაც,” – უთხრა ნატა ფერაძემ “ნეტგაზეთს”.

პარტიზანული მებაღეობის წევრები და მათი მხარდამჭერები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადაყენებას კვლავ მოითხოვენ და შესაბამისი მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გარემოს დამცველები ასევე მოითხოვენ გამწვანების სამსახურის სტრუქტურის შეცვლას.

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან მართავენ საპროტესტო აქციებს, მას შემდეგ, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს.

"პარტიზანული მებაღეობის" აქცია-პერფორმანსის თბილისის მერიასთან. 27.08.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“პარტიზანული მებაღეობის” აქცია-პერფორმანსის თბილისის მერიასთან. 27.08.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი