ახალი ამბები

როიტერი: არჩევნებში კლინტონის მხარდამჭერთა რაოდენობა ტრამპისას 5%-ით აჭარბებს

27 აგვისტო, 2016 • 1838
როიტერი: არჩევნებში კლინტონის მხარდამჭერთა რაოდენობა ტრამპისას 5%-ით აჭარბებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის რეიტინგი კონკურენტის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპისას 5%-ით აჭარბებს. ტრამპის პოპულარობა ბოლო თვის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “რიოტერი” საკუთარ კვლევაზე დაყრდონით ავრცელებს.

გამოკითხვის თანახმად, რომელიც 22-25 აგვისტოს ჩატარდა, აშშ-ის მოქალაქეთა 42% მზად არის არჩევნებში ხმა მისცეს ჰილარი კლინტონს, ხოლო 36% მხარს დონალდ ტრამპს უჭერს. დარჩენილი 23% უარს აცხადებს პასუხზე, ან არ აპირებს არჩევნებზე წასვლას.

როგორც საინფორმაციო სააგენტოში აცხადებენ, კლილნტონის მხარდამჭერთა რიცხვი დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონფერენციის შემდეგ გაიზარდა. ამჟამად მისი რეიტინგი 41-დან 45%-მდე მერყეობს.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი