ახალი ამბები

ნარმანიას გამოსვლის დროს აქტივისტი ირაკლი კუპრაძე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს [ვიდეო]

26 აგვისტო, 2016 • 1927
ნარმანიას გამოსვლის დროს აქტივისტი ირაკლი კუპრაძე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს [ვიდეო]

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე თბილისის საკრებულოს დაცვამ სხდომათა დარბაზის შენობიდან გააძევა. კუპრაძე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას ითხოვდა, თუმცა დაცვამ დარბაზი დაატოვებინა.

კუპრაძე ამბობს, რომ შენობიდან გაყვანის პროცესში კიბეზე დაეცა და ზურგი იტკინა.

მანამდე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან “დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის” ხელმძვანელი გივი კუბლაშვილი და მისი ორგანიზაციის რამდენიმე წევრი, ასევე “თავისუფალი თაობის” წევრი ზურაბ გოგალაძე გააძევეს.

საკრებულოში თბილისის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ.

სხდომა გრძელდება და თბილისის მერი საკრებულოს დეპუტატების მოსაზრებებსა და კითხვებს ისმენს. LIVE-ს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი