ახალი ამბები

ეკონომიკის სიდიდის მიხედვით დაანგარიშებულ რეიტინგში საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე მე-4 ადგილი დაიკავა

26 აგვისტო, 2016 • 1751
ეკონომიკის სიდიდის მიხედვით დაანგარიშებულ რეიტინგში საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე მე-4 ადგილი დაიკავა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა და ბიზნესინსაიდერმა რიოს ოლიმპიადაზე სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობა ამავე სახელმწიფოების ეკონომიკის ზომას მიუსადაგეს და რიოს ოლიმპიადის ალტერნატიული რეიტინგი შემოგვთავაზეს, რომელშიც საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.

“არსებობს კავშირი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მის გამოსვლას შორის ოლიმპიადაზე. ზოგადად მდიდარი ქვეყნები უფრო მეტ მედალს იგებენ, ვიდრე ღარიბები”, – წერს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და დასძენს, რომ მიუხედავად ამისა, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზოგიერთმა ქვეყანამ თავისი ეკონომიკური წონის დაძლევა მოახერხა.

ორგანიზაციამ ქვეყნის მიერ მოპოვებული მედლების რაოდენობა ამავე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის (მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებაში) მიხედვით დაითვალა და გამოიანგარიშა, თუ რამდენი მედალი მოიგო თითოეულმა ქვეყანამ ყოველ $10 მილიარდ მშპ-ზე.

ამ მოდელით შექმნილი ცხრილის მიხედვით, რიოში საუკეთესო შედეგი გრენადამ აჩვენა, რომლის წარმომადგენლებმაც მხოლოდ 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ხოლო აშშ, რომელმაც მედლების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით რიოში პირველი ადგილი დაიკავა, ამ ცხრილში მე-60 ადგილზეა.

r_wRtQAB53SPOmcogJKp6gT6sXDt66i2OzCpB2xOBPk

რიოს ოლიმპიადაზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა (2 ოქროს, 1 ვერცხლს და 4 ბრინჯაოს მედალი). საქართველო შედეგებით 38-ე ადგილს იკავებს ოლიმპიადაზე მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი