ახალი ამბები

ნარმანიას თქმით, მზიურში ფერადი ქვაფენილი დროებითი იყო

25 აგვისტო, 2016 • 2447
ნარმანიას თქმით, მზიურში ფერადი ქვაფენილი დროებითი იყო

“ეს იყო დროებითი, აქციის ფორმით გაკეთებული და არა ფუნდამენტურად გაკეთებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ახლა იქ [ქვაფენილი] პროექტის მიხედვით კეთდება,” – ასე უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ “რუსთავი 2”-ის შეკითხვას მზიურის პარკში, 13 ივნისის სტიქიისადმი მიძღვნილი ფერადი ქვაფენილის აყრის ფაქტზე დასმულ შეკითხვას.

ქვაფენილი აქციის ფარგლებში ბავშვებმა დააგეს. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მისი ახლით ჩანაცვლების შესახებ, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი