ახალი ამბები

რიოდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ

25 აგვისტო, 2016 • 1811
რიოდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ

25 აგვისტოს, გამთენიისას, რიოს 2016 წლის ოლიმპიადიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები თბილისში დაბრუნდნენ. ოლიმპიელებს საერთაშორისო აეროპორტში გულშემტაკივრები დახვდნენ.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ, ჯამში, 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა და 38-ე ადგილი დაიკავა.

სპორტსმენების დახვედრის ვიდეო და ფოტომასალას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო არცელებს.

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 25.08.16

ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) 25.08.16

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები და საპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი. 25.08.16

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები. 25.08.16

21:00 საათზე, ოლიმპიელების პატივსაცემად, მერია საზეიმო კონცერტის მოწყობასაც აპირებს. კონცერტი დათო ხუჯაძისა და ჯგუფ ,,ქოლორის“ მონაწილეობით გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება და ფოიერვერკით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი