ახალი ამბები

საია ონლაინ-პეტიციით დავით ნარმანიას ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს

25 აგვისტო, 2016 • 1100
საია ონლაინ-პეტიციით დავით ნარმანიას ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა ონლიან-პეტიცია, რომლითაც  თბილისის მერს ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდებს. “მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის”, – ასე ჰქვია პეტიციას.

“2016 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების საკითხზე გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიმდინარეობისას დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით – ,,მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია […] მაიმუნი ვირიშვილი ეს…“ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის”, – ნათქვამია პეტიციის ავტორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი