ახალი ამბები

ანონსი – 25 აგვისტო

24 აგვისტო, 2016 • 1235
ანონსი – 25 აგვისტო

ნეტგაზეთი წარმოგიდგენთ 25 აგვისტოს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

 


00:00 საათზე, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ავტობუსებით გულშემატკივრები თბილისის აეროპორტში გაემგზავრებიან და გამარჯვებულ თანაქალაქელებს – ოქროს მედლის მფლობელ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ბრინჯაოს მფლობელ გენო პეტრიაშვილს საზეიმო დახვედრას მოუწყობენ.


03:25 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდებიან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები და სპორტსმენები. ოლიმპიელებს აეროპორტში დახვდებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები.


11:30 საათზე, საარჩევნო გაერთიანების “ზვიადის გზა – უფლის სახელით” თავმჯდომარე მიხეილ [გელა] სალუაშვილი და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანი მიმიდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გაანალიზებენ. მისამართი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი, კოსტავას #68.


12:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. თემა: მიწის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციის პროექტი. მისამართი: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის 24ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).


12:00 საათზე, “ახალი საქართველოს” წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ანა კობახიძე და „ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრი თამთა შამათავა ბრიფინგს გამართავენ. თემა: წინასაარჩვენო გარემო, პარტიების სარეკლამო დრო და მიმდინარე საკითხები. მისამართი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი, კოსტავას #68.


12:30 საათზე, ინფორმატიკის ინსტიტუტის დირექტორი და “საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის” მიერ ჩოხატაურ–ლანჩხუთის N60 საარჩევნო ოლქში წარმოდგენილი კანდიდატი ჯემალ ანთიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პერსპექტივები. მისამართი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი, კოსტავას #68.


13:00 საათზე, პატრიოტთა ალიანსის სამდივნოს წევრი ვაჟა ოთარაშვილი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი, კოსტავას #68.


15:00 საათზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მოწვეულები არიან ვიცე- პრემიერი კახი კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრტეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მისამართი: ქ.თბილისი. ლ.გუდიაშვილის #7. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა, I სართული, საგამოფენო დარბაზი. საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია – 599508355.


16:00 საათზე, ისტორიულ შენობაში განთავსებული ახალი სასტუმროს „Rustaveli Boutique Hotel“-ის გახსნის ღონისძიება გაიმართება. სასტუმრო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, ისრაელური კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მისი ინტერიერი ეფუძნება პოემა „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებს. მისამართი: თბილისში, თავისუფლების მოედანზე N4.


18:00 საათზე, თბილისის მერიის წინ გარემოს “პარტიზანული მებაღეობის”აქციები გაგრძელდება. გარემოს დამცველები ქალაქში ხეების ჭრასა და ეკოლოგიურ მდგომარეობას აპროტესტებენ. ისინი გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მერვე დღეა მართავენ.


21:00 საათზე, ოლიმპიელების პატივსაცემად, მერია საზეიმო კონცერტის მოწყობასაც აპირებს. კონცერტი დათო ხუჯაძისა და ჯგუფ ,,ქოლორის“ მონაწილეობით გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება და ფოიერვერკით დასრულდება. გორელმა სპორტსმენებმა ლაშა შავდათუაშვილმა, გენო პეტრიაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 7 ოლიმპიური მედლიდან 3 – ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოუტანეს.


მასალების გადაბეჭდვის წესი