ახალი ამბები

სომხეთი საკუთარი უპილოტოების გამოშვებას გეგმავს

17 აპრილი, 2012 • • 1522
სომხეთი საკუთარი უპილოტოების გამოშვებას გეგმავს

სომხეთი გეგმავს, დაიწყოს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება. აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ–მინისტრმა, ტიგრან სარქსიანმა რუსულ “ნეზავისიმაია გაზეთთან” ინტერვიუში აღნიშნა.

“ჩვენ უკვე ვმუშაობთ რობოტი ჯარისკაცებისა და უპილოტო საფრენი აპარატების დიზაინზე. ამჟამად ეს ყოველივე საცდელ, ტესტურ რეჟიმშია. ხოლო თუ გაირკვა, რომ მათი წარმოება უფრო მომგებიანია, ვიდრე მათი სხვადასხვა ქვეყნიდან შესყიდვა, ჩვენ დავიწყებთ მათ აქტიურ გამოყენებას რუსულ და სომხურ შეიარაღებაში”, – განუცხადა  “ნეზავისიმაია გაზეთს” სომხეთის პრემიერ მინისტრმა.

მისივე განცხადებით, უკვე არსებობს რამდენიმე სამხედრო მრეწველობისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ბაზა, რომელიც მიიღებს სახელმწიფო შეკვეთებს შეიარაღების კვლევებისა და განვითარების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი