ახალი ამბებიხელოვნება

კულტურის სამინისტროში არ იციან, გამართავს თუ არა Coldplay საქართველოში კონცერტს

24 აგვისტო, 2016 • 3189
კულტურის სამინისტროში არ იციან, გამართავს თუ არა Coldplay საქართველოში კონცერტს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბრიტანული ჯგუფის Coldplay საქართველოში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. სახელმწიფოს მხარდაჭერით არანაირი კონცერტი არ არის დაგეგმილი და არც ის არის ცნობილი, თუ აპირებს რომელიმე დამოუკიდებელი ფროდაქშენი ბენდის საქართველოში ჩამოყვანას.

საქართველოში ბრიტანული მუსიკალური ბენდის შესაძლო კონცერტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. “ახალგაზრდა ადვოკატების” დამფუძნებელი აჩიკო კაიკაციშვილი ფეისბუკში წერდა, რომ მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ “ქოლდფლეი” სექტემბრის ბოლოს თბილისში კონცერტს გამართავს. თუმცა მოგვიანებით მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც განმარტავდა, რომ  კონცერტის დეტალები მისთვი უცნობია და ინფორმაციის გადამოწმება კულტურის სამინისტროშია შესაძლებელი. სამინისტროში კი საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

Coldplay-ს ოფიციალურ ვებზე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოში დაგეგმილ კონცერტზე არაფერია ნათქვამი.

მასალების გადაბეჭდვის წესი