ახალი ამბები

რესპუბლიკურმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალები წარადგინა

24 აგვისტო, 2016 • 1364
რესპუბლიკურმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატი ქალები წარადგინა

პარტიამ “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები” 2016 წლის საპარლამენო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი ცხრა ქალი წარადგინა. კანდიდატები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ხათუნა სამნიძე – ბათუმი, ლელა ებრალიძე – ფოთი, ნინო გოგუაძე – ოზურგეთი, ნატო ქათამაძე – ქუთაისი, თინა ხიდაშელი – ზესტაფონი, ირინე გელაშვილი – ხაშური, ლია როინიშვილი – დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი; თამარ ხიდაშელი – საბურთალო, თამარ კორძაია – მთაწმინდა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალის გამოჩენა გაზრდის კონკურენციას და აამაღლებს პოლიტიკის ხარისხს.

“ქალები პოლიტიკაში ნიშნავს მეტ სოლიდარობას, მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას. ეს ნიშნავს მრავალფეროვნებას. ეს ზრდის კონკურენციას კაცებსა და ქალებს შორის პოლიტიკაში, რაც ნიშნავს პოლიტიკის ხარისხის ამაღლებას,” – აღნიშნა პარტიის წევრმა, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ბერძენიშვილმა კანდიდატი ქალების წარდგენისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი