ახალი ამბები

ბრეივიკის სასამართლოს ნათია ჩხეტიანი დაესწრება[VIDEO]

17 აპრილი, 2012 • 1636
ბრეივიკის სასამართლოს ნათია ჩხეტიანი დაესწრება[VIDEO]
ბრეივიკი
ბრეივიკი

ანდერს ბრეივიკის დღევანდელ სასამართლო პროცესს ტერაქტის შედეგად გადარჩენილი ქართველი სტუდენტი ნათია ჩხეტიანი დაესწრება.

“ჩემთვის პროცესზე ბრეივიკის მოსმენა რთული იქნება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლის დადგენაში მონაწილეობა უნდა მიიღო”, – განაცხადა ნათია ჩხეტიანმა ქართული ტელეკომპანიებისათვის მიცემულ ინტერვიუში.

დღევანდელ პროცესზე მთავრი ეჭვმიტანილი ანდერს ბრეივიკი დაახლოებით 30– წუთიან განცხადებასაც გააკეთებს. როგორც “სკაი ნიუსი” იტყობინება, დაცვის მხარის ადვოკატს ბრალდებულის ფილოსოფიაზე დაყრდნობით სურს დაამტკიცოს, რომ ანდრეს ბერივიკმა 77 ადამიანის თავდაცვის მიზნით დახოცა. როგორც სასამართლოს მაღალჩინოსნები აცხადებენ, ბერივიკი თავს “ღამის ტაძრის” მებერძოლად მიიჩნევს, ორგანიზაციისა, რომელიც რადიკალური იდეებისათვის იბრძვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი განცხადება არ გავრცელდება მედიის საშუალებებით, ვინაიდან იგი  შეიცავს მოწოდებებს სხვა რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციებისთვისაც.

ნორვეგიელმა მემარჯვენე რადიკალმა ანდრეს ბრეივიკმა შარშან ნორვეგიის კუნძულ უტიოაზე და ოსლოს ცენტრში აფეთქებების შედეგად 77 ადამიანი იმსხვერპლა.  კუნძულ უტოიაზე გაარდაცვლილთა შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანიც.
ეჭვმიტანილი მომხდარში თავს დამნაშავედ არ თვლის, თუმცა არ უარყოფს აფეთებების ორგანიზებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი