ახალი ამბები

შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ალექსანდრე ყვავაძეს ეძებს

24 აგვისტო, 2016 • 1286
შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ალექსანდრე ყვავაძეს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1991 წელს დაბადებულ ალექსანდრე თამაზის ძე ყვავაძეს ეძებს, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ ლეღვაში სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.

ალექსანდრე ყვავაძის აღწერილობაა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე – 167 – 170 სმ, მუქი ფერის მოკლე თმით, თაფლისფერი თვალებით, ოდნავ კეხიანი ცხვირი, მუქი ფერის გადაბმული წარბები.

ტანთ ეცვა შავი ფერის ბუმბულის კაპიუშონიანი ქურთუკი, თეთრი ფერის პულოვერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ლურჯი ფერის სპორტული ფეხსაცმელი.

თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული ალექსანდრე ყვავაძის შესახებ, დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე – 112 ან დაგვიკავშირდით: 577 52 66 19

ალექსანდრე ყვავაძე

ალექსანდრე ყვავაძე/ფოტო: შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი