ახალი ამბები

ირაკლი ალასანია: საჭიროების მიხედვით დაიწყება საპროტესტო აქციები

12 აპრილი, 2012 • 1425
ირაკლი ალასანია: საჭიროების მიხედვით დაიწყება საპროტესტო აქციები

კოალიცია ”ქართული ოცნებისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია არჩევნებამდე საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს:

”თუ საჭირო გახდა არჩევნებამდე, ბუნებრივია, დაიგეგმება აქციები. აქციები ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, როდესაც ადამიანებს აქვთ კანონის ფარგლებში საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

მისივე თქმით, გასაპროტესტებელი ჩვენს ქვეყენაში ყოველდღიურად ბევრი რამ ხდება:

”აქედან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით, დაიწყება საპროტესტო აქციები”, რომელსაც ორგანიზებას, ალასანიას თქმით, თავად სამოქალაქო საზოგადოება გაუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი