ახალი ამბები

კვირიკაშვილი: სახელმწიფო „შპს“ დაფუძნდება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

24 აგვისტო, 2016 • 1815
კვირიკაშვილი: სახელმწიფო „შპს“ დაფუძნდება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შპს“ დაფუძნდება და მას ამჟამინდელი პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ პრემიერმა 24 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება.

„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო „შპს“, რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი