ახალი ამბები

საგარეო: იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

24 აგვისტო, 2016 • 1340
საგარეო: იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორ უწყებაში აცხადებენ, იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ. პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რომლის ეპიცენტრი იყო ქალაქებში: ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი.  ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 6, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობას და მოსახლეობას. მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვა ასევე საქართველოს პრემიერ -მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი