ახალი ამბები

სიკვდილით დასჯა აშშ-ის მორიგ შტატში გაუქმდა

12 აპრილი, 2012 • • 2541
სიკვდილით დასჯა აშშ-ის მორიგ შტატში გაუქმდა

კონექტიკუტი აშშ-ში მე-17 შტატი გახდა, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ინფორმაციას ”ლოს-ანჯელეს ტაიმსი” ავრცელებს.

კონექტიკუტის გუბერნატორმა დანელ მელოიმ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ხელი მოაწეროს სენატის მიერ დამტკიცებულ კანონს. კანონმდებლებმა სიკვდილის გაუქმების კანონი 82 ხმით 62-ის წინაღმდეგ მიიღეს.

ახალი კანონის მიხედვით, სიკვდილით დასჯა შეიცვლება სამუდამო პატიმრობით შეწყალების უფლების გარეშე. გარდა ამისა, კანონი მხოლოდ მომავალში გასასამართლებელ პირებზე გავრცელდება და არ შეეხება იმ 11 ადამიანს, რომლებსაც სიკვდილი აქვთ მისჯილი და განაჩენის აღსრულებას კონექტიკუტის ციხეებში ელოდებიან.

”ლოს-ანჯელეს ტაიმსი” წერს, რომ 1960 წლიდან დღემდე კონექტიკუტში მხოლოდ ერთი ადამიანი – სერიული მკვლელი მაიკლ როსი დასაჯეს სიკვდილით 2005 წელს, მანამდე ის 18 წელი ელოდა განაჩენის აღსრულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი