ახალი ამბები

იაფი პროდუქტი კვირის ნაცვლად დღეს გაიყიდება

12 აპრილი, 2012 • 1102
იაფი პროდუქტი კვირის ნაცვლად დღეს გაიყიდება

იაფი პროდუქტის ბაზარი, რომელიც მერიის ინიციატივით ყოველ კვირადღეს თბილისის სხვადასხვა უბანში ეწყობა, სააღდგომო კვირის გამო დღეს გაიმართება.

“იმის გამო, რომ კვირას ყველა ისვენებს, პროდუქტის გაყიდვის დღე ხუთშაბათისთვის გადმოვიტანეთ”,– აცხადებენ თბილისის მერიაში

თბილისის მოსახლეობას შეეძლება სააღდგომოდ შენაძენი სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე დღეს საღამომდე გააკეთოს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სააღდგომოდ ბაზარს რაიმე სპეციალური პროდუქტი არ დამატებია.

სააღდგომო კვირის შემდეგ პროდუქტი ჩვეულებრივად, ყოველ კვირადღეს გაიყიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი