ახალი ამბები

GDS: სერიალ “ჰეროკრატიის” ჩვენების უფლება “იმედს” ოფიციალურად მივყიდეთ

23 აგვისტო, 2016 • 3040
GDS: სერიალ “ჰეროკრატიის” ჩვენების უფლება “იმედს” ოფიციალურად მივყიდეთ

ტელეკომპანია ჯი-დი-ესში აცხადებენ, რომ “იმედმა” სერიალ “ჰეროკრატიის” ჩვენების უფლება მათგან ოფიციალურად იყიდა. “ჰეროკრატია” ჯი-დი-ესის დაკვეთით ლე ხაინდრაო პროდაქშენის (რეჟისორი გოგა ხაინდრავაა) მიერ გადაღებული სერიალია, რომელიც ავტორის განცხადებით, წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობის პერიოდს ეხება.

“დიახ, იმედზეც გავა სერიალი და ჩვენ ოფიციალურად გავყიდეთ ჩვენების უფლება. ჩვენ ვიღებთ სერიალებს, აქამდეც გადაგვიღია სხვა სერიალები- “ქერჩი”, “ტიფლისი”- და არიან სხვა დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც ამას ყიდულობენ ხოლმე. ანალოგიურად მოხდა ამ სერიალის შემთხვევაშიც: ოფიციალურად გავყიდეთ ჩვენების უფლება”, – ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს ჯი-დი-ესის წარმომადგენელი თათა ძმანაშვილი. იგი არ აკონკრეტებს თანხის ოდენობას, რაც იმედს დაუჯდა სერიალის ჩვენების უფლებისთვის, და ამბობს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

ზემოხსენებული სერიალი ეთერში სექტემბერში გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი