ახალი ამბები

“პროკრედიტ ბანკი” ქობულეთში გამართული აქციის მონაწილეს პასუხობს

11 აპრილი, 2012 • 1248
“პროკრედიტ ბანკი” ქობულეთში გამართული აქციის მონაწილეს პასუხობს

გუშინ, 10 აპრილს, ქობულეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნინო ჯაფარიძემ პრესის წარმომადგენლებთან განცხადება გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “პროკრედიტ ბანკმა” მას სესხი 16 %–ით გაუზარდა, რის შედეგადაც იგი ვერ იხდის გადასახადს და უძრავი ქონების გაყიდვის საშიშროება ემუქრება.

“პროკრედიტ ბანკში” აცხადებენ, რომ განცხადების ავტორი არის მსესხებელის, ჯუმბერ ინაიშვილის ოჯახის წევრი, თავად მსესხებელთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, შეთანხმებულ გადასახადს 2010 წლიდან პირნათლად იხდის და მისი ქონების გაყიდვაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი.

“სესხი გაცემულია 2007 წელს. 2008 წლის შემდგომ, ბუნებრივია, სეზონური ბიზნესი შეფერხდა და ბანკიც, როგორც ყველა სხვა დანარჩენ კლიენტთან, ამ შემთხვევაშიც გაგებით მოეკიდა ამ საკითხს მოხდა საშეღავათო პერიოდზე შეთანხმება (2008 წლის შენატანის გადავადება მომდევნო სეზონზე) და პროცენტი გაიზარდა მხოლოდ 1-ით. შემდეგ წელსაც ვერ შეძლო კლიენტმა შენატანის განხორციელება და კიდევ ერთი წელი საშეღავათო პერიოდად გამოცხადდა (ასევე მომდევნო სეზონზე გადახდის გადავადებით). ორი რესტრუქტურიზაციის შემდეგ სესხის პროცენტი მხოლოდ თითო-თითო პროცენტით გაიზარდა და არა – 16-ით. 2010 წელს უპრობლემოდ, შეთანხმებისამებრ მოხდა შენატანის დაფარვა. 2011 წელს კლიენტმა ბანკს მიმართა თხოვნით, რომ შეთანხმებულ დროს თანხის შემოტანას ვერ ახერხებდა და ვადის გადაწევა მოითხოვა. ბანკი ამ შემთხვევაშიც გაგებით მოეკიდა ოჯახის მდგომარეობას და არა მხოლოდ გადაუტანა სესხის ვადა, არამედ ვადაგადაცილების ჯარიმა საერთოდ გაუუქმა და შენატანის ოდენობა არ გაზრდილა”, – აცხადებენ “პროკრედიტ ბანკში”. 

ბანკში აცხადებენ, რომ აღნიშნულ კლიენტთან არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ და ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელებას უსაფუძვლოს უწოდებენ.

ამავე თემაზე:

საპროტესტო აქცია ქობულეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი