ახალი ამბები

ანონსი: 23 აგვისტო

23 აგვისტო, 2016 • 1192
ანონსი: 23 აგვისტო

10.00  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენციათემაზე “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში.” ღონისძიებას გახსნის და მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

11:00 “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” წარმოგიდგენთ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს.

მისამართი: ონიაშვილის 37

12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადებისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

14:00 შრომის ინსპექტორები საქართველოს რკინიგზაში არსებულ სამუშაო პირობებს შეისწავლიან. ინსპექტირების პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დავით სერგეენკო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად დააკვირდება.
მისამართი: ალ. მრევლიშვილის ქუჩა, ნაძალადევის რ-ნი; (ცოტნე დადიანის ქ. # 132-დან, „ნიკორას“ სათაო
ოფისთან ჩასახვევი)

 23 აგვისტოს  დღის წსრიგი-საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრი

12.00. „ახალი საქართველო”. გიორგი ხაბურზანია- „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი

თემა- სამსახურიდან  პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულები და მიმდინარე გამოძიება.

13.00. პარტია მომავალი საქართველო“. გიორგი ლაღიძე პარტია “მომავალი საქართველო”-ს ლიდერი.თემა:მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან და წინასაარჩევნო გარემოს შეფასება.

13.30. :საარჩევნო სუბიექტი ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის’’ საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ლატარია .

14.00 . საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტია. გიორგი ნანუაშვილი,ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორიპროფესორი.საქართველოს ეროვნული ერთიანობის პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი, სამგორის   N 12 საარჩევნო ოლქში. თემა–შრომის კანონმდებლობის შუქ ჩრდილები.

მასალების გადაბეჭდვის წესი