ახალი ამბები

რიო 2016 დასრულდა – საქართველომ 7 ოლიმპიური მედლით 38-ე ადგილი დაიკავა

22 აგვისტო, 2016 • 3707
რიო 2016 დასრულდა – საქართველომ 7 ოლიმპიური მედლით 38-ე ადგილი დაიკავა

22 აგვისტოს მარაკანას სტადიონმა რიო 2016 წლის ოლიმპიადის საზეიმო დახურვის 3-საათიან ცერემონიას უმასპინძლა. სპორტული ღონისძიებების 16-დღიან სერიაში 206 ქვეყნის წარმომადეგენელმა 11,303-მა ათლეტმა მიიღო მონაწილეობა.

2020 წლის ოლიმპიადის სამზადისმა უკვე იაპონიის დედაქალაქში, ტოკიოში გადაინაცვლა. ცერემონიაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ცნობილი კომპიუტერული თამაშის გმირის, სუპერ მარიოს კოსტიუმით წარდგა და ოლიმპიადა გადაიბარა.

ოლიმპიადაზე მედლების ჯამური რაოდენობით პირველი ადგილი აშშ-მა დაიკავა, 121 მედლით. მეორე ადგილი კი დიდ ბრიტანეთს ხვდა წილად – 67 მედალი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია. მოპოვებული მედლების რაოდენობის მიხედვით ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ჯამური მედლების რაოდენობით მიხედვით საქართველომ ასპარეზობა 38-ე ადგილზე დაასრულა. 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ასეთია ქართველი სპოტსმენების მიერ ნაჩვენები შედეგები.

ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი – კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შემატა, ხოლო გენო პეტრიაშვილმა – მეოთხე ბრინჯაო.

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ფოტო: EPA/SERGEI ILNITSKY

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ფოტო: EPA/JOSE MENDEZ

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ფოტო: EPA/TAMAS KOVACS

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ფოტო: EPA/TAMAS KOVACS

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

რიოს 2016 წლის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

მასალების გადაბეჭდვის წესი