ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ხელისუფლება საზოგადოებას გიულენის ყველა მხარდამჭერის გამოვლენას ჰპირდება

22 აგვისტო, 2016 • 1496
აზერბაიჯანის ხელისუფლება საზოგადოებას გიულენის ყველა მხარდამჭერის გამოვლენას ჰპირდება

“ისლამური სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის ორგანიზაცია “ფეტო” [“FETÖ”- სახელი ფეტულადან გამომდინარე] აზერბაიჯანში რიგ ოპოზიციურ სტრუქტურებთან არის დაკავშირებული”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნოვრუზ მამედოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“აზერბაიჯანში გამოვლენილი იქნება ფეტულა გიულენის ორგანიზაციის, “FETÖ”-ს ყველა მხარდამჭერი. ეს ორგანიზაცია მხარდაჭერილია გარკვეული წრეების მიერ და თურქეთის პარალელურად, ამასთან დაკავშირებით გამოძიება აზერბაიჯანშიც მიმდინარეობს. ძალები, რომლებიც ამ მოვლენების უკან დგანან, ვერასოდეს შეძლებენ აზერბაიჯანის შერყევას”.

2016 წლის 15 აგვისტოს ფეტულა გიულენის მხარდამჭერთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

გიულენის მხარდამჭერთა სისხლის სამართლის დევნის პარალელურად, აზერბაიჯანის ხელისუფლება ბაქოში უნივერსიტეტ “კავკასიის” საქმიანობითაც დაინტერესდა. უნივერსიტეტი, მათი მტკიცებით, გიულენთან არის კავშირიში.

2016 წლის 16 ივნისს თურქეთში სასამართლომ  “FETÖ”ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო, ქვეყნის ტერიტორიაზე მისი არსებობა აკრძალა და “ფეტულახისტთა ტერორისტული ორგანიზაციის” განსაზღვრება მისცა.

2016 წლის ივლისის ბოლოს აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აზერბაიჯანული ტელერადიოკომპანია ANS-ის ჟურნალისტებმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გაშუქების დროს კანონი დაარღვიეს და ტელერადიოკომპანია ANS-ს ლიცენზია გაუუქმა.

“თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული მოვლენები ნეგატიურად აისახება ოფიციალური ბაქოს მიერ გატარებულ შიდა პოლიტიკაზე. თურქეთში ავტორიტარიზმის გაძლიერება ანალოგიურ ტენდენციებს გამოიწვევს აზერბაიჯანშიც”, – განუცხადა გამოცემა “კავკაზსკი უზელს” “სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის” წევრმა ხალიდ ბაგიროვმა.

2016 წლის 16 ივლისის ღამით თურქეთში დაწყებულ ამბოხებას 190 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურა ათეულობით მედიასაშუალება.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოფიციალური ანკარა ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადებს ხელს, თუმცა პენსილვანიაში მცხოვრები რელიგიური ლიდერი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

ნოვრუზ მამედოვი; ფოტო: apa.az

ნოვრუზ მამედოვი; ფოტო: apa.az

მასალების გადაბეჭდვის წესი