ახალი ამბები

იაკობ მაქარაშვილი რიო 2016–ის მეორე შეხვედრაში დამარცხდა

19 აგვისტო, 2016 • 2050
იაკობ მაქარაშვილი რიო 2016–ის მეორე შეხვედრაში დამარცხდა

რიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში იაკობ მაქარაშვილი აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვთან დაამარცხა, თუმცა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს.

იაკობ მაქარაშვილი იმ შემთხვევაში გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, თუ მისი მომგები აზერბაიჯანელი სპორტსმენი ოლიმპიადის ფინალში გავა.

ქართველი მოჭიდავე 74 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველ შეხვედრაში მაქარაშვილმა ბულგარელი გიორგი ივანოვი დაამარცხა. ქართველი სპორტსმენი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორია.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის ხუთი მედალი აქვს მოპოვებული – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ. საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი