ახალი ამბები

პრეზიდენტმა ბოლნისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჭიათურასა და ხარაგაულში რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

19 აგვისტო, 2016 • 1588
პრეზიდენტმა ბოლნისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჭიათურასა და ხარაგაულში რიგგარეშე არჩევნები დანიშნა

2016 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება   ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე  არჩევნების დანიშვნის შესახებ.

განკარგულების თანახმად, არჩევნები გაიმართება 2016 წლის 8 ოქტომბერს,  განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ. 

გამგებლები და მერი მას შემდეგ გადადგნენ, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი მონაწილეობის შესახებ გახდა ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი