ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კობახია: იუნესკოს არაღიარებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები ნუსხაში არ შეჰყავს

19 აგვისტო, 2016 • 2920
კობახია: იუნესკოს არაღიარებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლები ნუსხაში არ შეჰყავს

“იუნესკოს პოლიტიკა არ იძლევა საშუალებას, განიხილოს კულტურული ობიექტები მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში ჩასართავად, თუკი ისინი არაღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე მდებარეობს”, – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მინისტრის მოადგილემ, ბატალ კობახიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დროს ტენდენცია შეიმჩნევა, რომელიც საშუალებას აძლევს არასრული სტატუსის მქონე რესპუბლიკებს, იუნესკოს ეგიდით გამართულ სხვადასხვა შეხვედრასა და კონფერნეციაში მონაწილეობა მიიღონ.

“2008 წელს აფხაზეთის აღიარების შემდეგ, მაგალითად, იუნესკოს ფარგლებში სანკტ-პეტერბურგში ყოველწლიურ კულტურულ ფორუმზე პერიდოულად გვიწვევდნენ. ამ წელსაც კულტურის მინისტრი ელვირა არსალიაც და მეც ანგარიშით წავრდგებით. იშვიათად ხდება, რომ იუნესკოს მონაწილეებს ანგარიშით წარდგენა შესთავაზონ”.

კობახია ამბობს, რომ ასზე მეტი კულტურული ობიექტია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში სურთ შეიტანონ და ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების დროსაც 2008 წლის შემდეგ დგება.

“ისინი განიხილავდნენ ბედიის მონასტერს, მონასტერს მოქვში და ლიხნის მონასტერს, მაგრამ ლიხნის მონასტრის ჩართვას ამ ნუსხაში უკვე ვერ შევძლებთ, ვინაიდან უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იუნესკოსთვის არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე. თუ სახელმწიფო საკუთარ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს უვლის, მხოლოდ მაშინ განიხილავს იუნესკო. ლიხნის ტაძარში კი თვითნებურად ეკლესიისთვის შენობა-ნაგებობების აშენება დაიწყეს. მთლიანად დაარღვიეს ამ სივრცის კომპოზიცია, რომელშიც ფორმირდებოდა ტაძარი. იუნესკო ასეთ ობიექტებს არ განიხილავს”.

ქართულის მხარის პოზიციები აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული ძეგლების შესახებ 2014 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი