ახალი ამბები

დავით უსუფაშვილის და გია ვოლსკის სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

17 აგვისტო, 2016 • 1522
დავით უსუფაშვილის და გია ვოლსკის სიტყვიერი დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე

დღეს, 17 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილი და გია ვოლსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი 15 აგვისტოს ჩანიშნულ ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრების გამოუცხადებლობა გახდა.

დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს მოუწოდა, თუ დასწრებას ვერ ახერხებენ,  წინასწარ აცნობონ ხოლმე:

“მე წინასწარ შეგატყობინებთ ხოლმე ბიუროს სხდომის თარიღს და თქვენგანაც ასეთ დამოკიდებულებას ველი. მე შემატყობინეს, ბატონი გია ვოლსკი ვერ მოვაო და არა ის, რომ ნახევარი ბიურო ვერ იქნებაო,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამაზე გია ვოლსკის პასუხი ასეთი იყო:

“ისე გამოგყავს, რომ ორგანიზება გავუკეთე არმოსვლას. არასწორი ინტერპრეტაციაა. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია, რომ ორშაბათს ჩაგვეტარებინა ბიურო.  არასოდეს შევთანხხმებულვართ იმაზე, რომ ბიუროს წევრების მოსვლაზე მე პასუხისმგებლობას ავიღებდი,” – აღნიშნა ვოლსკიმ.

15 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც ბურჯანაძის “უბლოკო ქვეყნის” ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ, ჩაიშალა, რადგან კვორუმი არ შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი